უნგრეთმა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს გამოყოფა დაბლოკა
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფრომაციით, ოფიციალური ბუდაპეშტი გარანტიას ითხოვდა, რომ ფონდიდან გამოყოფილი თანხა უკრაინის შეიარაღებისთვის არ დაიხარჯებოდა. ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინას მორიგი, მე-8 ტრანში მომავალ კვირას უნდა მიეღო.
