"ინტერი" ჩმპიონთა ლიგის ფინალშია
უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველი ფინალისტი ცნობილია. „ინტერმა“„მილანი“ 1-0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 3-0 მოუგო და ტურნირის ფინალში 13-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა. ფინალში „ინტერის“ მეტოქე დღეს, „მანჩესტერ სიტი“ – „რეალის“ შეხვედრაში გაირკვევა. მადრიდში გამართული პირველი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
