ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პოლიციელი ემსხვერპლა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი გარდაიცვალა. საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც, თვითმხილველთა თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა. ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. დაწყებულია გამოძიება. “ქრონიკის” ინფორმაციით მძღოლი დაკავებულია.
