პრემიერი ისლანდიაში
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამიტზე სიტყვის გამოსვლის დროს ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ რეფორმაზე, რომელიც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, სადაც მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი იქნება.
