დრეზდენში ძვირფასეულობის მასშტაბურ ძარცვაში ბრალდებული ხუთი პირი გაასამართლეს
მსჯავრდებულები კრიმინალური ქსელის წევრები არიან, რომლებმაც 2019 წელს, დრეზდენში მდებარე სახელმწიფო მუზეუმიდან 113 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის თანახმად, მძარცველებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. გერმანიის პოლიციამ, მოპარული ძვირფასეულობიდან, მხოლოდ მცირე ნაწილის პოვნა შეძლო.