ვითარება უკრაინაში
მორიგ რუსულ მასირებულ სარაკეტო შეტევას დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში 8 ადამიანი ემსხვერპლა. საოკუპაციო ძალებმა ბოლო 24 საათში, 48 საჰაერო იერიში განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, რუსეთის ინტენსიური ცეცხლის ძირითადი სამიზნე კიევი იყო. დედაქალაქს მოსკოვმა რაკეტებითა და დრონებით შეუტია.