მერიის ახალი აპლიკაცია - Fix Tbilisi
დედაქალაქის მერმა მედიის წარმომადგენლებს მერიის ახალი აპლიკაციის “ფიქს თბილისის” ფუნქციები და შესაძლებლობები გააცნო. ფიქს თბილისი მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის, სპეციალური კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა.
