უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში, ორ მრავალბინიან სახლში მცხოვრებ 14 ოჯახს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ. ქონების გადაცემა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, პრივატიზების საფუძველზე მოხდა.
