ბათუმში “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ოფისში ბანკის თანამშრომელი დაჭრეს
ბათუმში “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ოფისში ბანკის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.თავდამსხმელი დაცვის პოლიციამ ადგილზე დააკავა.
