მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის სხდომაზე გამოეხმაურნენ
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას პარლამენტის სხდომაზე გამოეხმაურნენ უმრავლესობის დეპუტატები. მათი განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა და ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და შესაბამისად, ოპოზიციამ თავისი პროპაგანდის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.
