შალვა პაპუაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში
მილიმეჯლისში ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერობებზე ისაუბრა და ჰეიდარ ალიევის ღვაწლზე გაამახვილა ყურადღება.
