ე.წ. ქოლცენტრების საქმე და საგამოძიებო კომისია
საპარლამენტო ოპოზიცია ელოდება რომ მიმდინარე კვირაში პარლამენტი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავს. მმართველი პარტია კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით ცდილობს დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ იმოქმედოს.
