იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები
მმართველი პარტიის შეთავაზება, რომ ოპოზიციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, მათთვის სასურველი კანდიდატურები წარადგინოს, უპასუხოდ რჩება. პარლამენტი კანდიდატურებს სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას დაამტკიცებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ დღეს კანდიდატების დასახელებას არ აპირებენ და პოლიტიკური კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობენ.
