რუსეთიდან პირდაპირი რეისების შესრულებაზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა პარლამენტში
რუსეთიდან პირდაპირი რეისების შესრულებაზე პოლიტიკური შეფასებები გაკეთდა პარლამენტში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯი ილახება. ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსული ავიაკომპანია, რომელსაც საქართველოში ფრენის უფლება მიეცა, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სანქცირებულია. დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეხმაურება. მათი განმარტებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ „აზიმუტ ეარლაინსის“ შესახებ არასწორი, ინტერპრეტირებული ინფორმაცია გავრცელდა.
