თბილისი-მოსკოვ-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” იწყებს
თბილისი-მოსკოვ-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” იწყებს. ავიაკომპანია ფრენას 20 მაისიდან განახორციელებს. კიდევ ერთი ავიაკომპანია, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით იფრენს “აზიმუტია”. ავიაკომპანია მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით, ავიარეისს 19 მაისს შეასრულებს.
