მერიის ახალი აპლიკაცია - Fix Tbilisi
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მერიის ახალი აპლიკაციის - Fix Tbilisi - ფუნქციები და შესაძლებლობები გააცნო. Fix Tbilis მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციალური კომუნიკაციის საშუალებაა, რომელიც დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირების მიზნით შეიქმნა. მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო და მიუთითოს მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს.
