კარლო ხურციძის მემორიალური დაფა გაიხსნა
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ დამსახურებული მწვრთნელის კარლო ხურციძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. სპორტის მუზეუმში კი, ხურციძის მოღვაწეობის შესახებ გადაღებული ფილმის, „პავლოვიჩის“ ჩვენება მოეწყო.
