"თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი"
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „თორაძის ფონდთან“ და ფონდთან „ქართული გალობა“ თანამშრომლობით, „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დაფუძნდა. ის დიდი ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის ხსოვნას ეძღვნება. ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ კლასიკური მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავები. ასევე დაგეგმილია სტუდენტებისთვის ლექციები და მასტერკლასები. ფესტივალის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის დაწესდება სტიპენდიებიც.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
