კულტურის მინისტრი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა
ისაუბრეს ქართული თეატრის წინაშე არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე განიხილეს ისეთ საკითხები როგორიცაა ახალგაზრდა მსახიობების დაინტერესება რეგიონების თეატრებით, მიმდინარე და დაგეგმილი საპროექტო, სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები, აღჭურვილობისა და საკადრო საკითხები, იმსჯელეს თეატრებისთვის სატრანსპორტო საშუალებების გადაცემაზე.
