სარაკეტო დარტყმა კიევზე
რუსულმა ძალამ კიევზე სარაკეტო დარტყმა, კიდევ ერთხელ განახორციელა. ქვეყნის ყველა ოლქში, განგაში იყო გამოცხადებული. კიევში ისმოდა ძლიერი აფეთქების ხმა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, არიან დაშავებულები. კიევის პარალელურად, საჰაერო განგაშია სუმის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.
