ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეხმაურება
ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ეხმაურება. მათი განმარტებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ აზიმუტ ეარლაინსის შესახებ არასწორი, ინტერპრეტირებული ინფორმაცია გავრცელდა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ავიაკომპანია არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების სანქცირებულთა სიაში და ამის გადამოწმება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
