თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ვარაუდობენ
20 წლიანი მმართველობის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში კიდევ 5 წლით დარჩება. თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლა მას მეორე ტურში მოუწევს. საარჩევნო ყუთების 99 %-ზე მეტი დათვლილია. წინასწარი შედეგებით, ვერც ერდოღანმა და ვერც ოპოზიციის ლიდერმა ქემალ ქილიჩ-დარ-ოღლუმ გამარჯვებისთვის საჭირო 50 % ვერ გადალახეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
