თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ვარაუდობენ
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ვარაუდობენ. საარჩევნო ყუთების 99%-ზე მეტი უკვე გახსნილია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.4 % დააგროვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 44.96%. რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის საჭირო 50 %-იანი ბარიერი, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
