საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნა
საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად მიიღო. ილია დარჩიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ისაუბრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის წევრებისა და ბიზნესდელეგაციების საქართველოში ვიზიტისა და საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე.
