პრემიერის შეხვედრა დანიის პირველ დიპლომატთან
პრემიერ-მინისტრი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს. ირაკლი ღარიბაშვილმა, ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
