პირდაპირი ფრენები
ჩვენ ვეფუძნებით ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც რუსეთთან პირდაპირი ფრენის მქონე ქვეყნები იყენებენ, სანქცირებული ბორტები და კომპანიები არ დაიშვებიან - ამ განცხადებას, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აკეთებს. მისი თქმით, პოლიტიკურ ნაწილში ქვეყანა უკომპრომისო იქნება, რაც შეეხება კომერციულ ნაწილს, აქ კი თანმიმდევრული. ვიცე პრემიერი ასევე ამბობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს“ მოთხოვნებთან.
