თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „თორაძის ფონდთან“ და ფონდთან ,,ქართული გალობა“ თანამშრომლობით, ,,თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დაფუძნდა, რომელიც დიდი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ლექსო თორაძისა და მისი მამის, ლეგენდარული კომპოზიტორის, დავით თორაძის, ხსოვნას ეძღვნება. ფესტივალი ყოველწლიურად, საქართველოში ჩატარდება.
