ვითარება უკრაინაში
უკრაინაში ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელი წერტილი ისევ ბახმუტია. უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრისკენ მოსკოვს სადესანტო შეტევითი დანაყოფები გადაჰყავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის მტკიცებით, უკრაინელებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში წინსვლა შეძლეს, მაგრამ ქალაქსა და მის შემოგარენში მძიმე ბრძოლები გრძელდება. პარალელურად აფეთქებების ხმა ისმის რუსების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქებში. უკრაინის არმიამ ოკუპანტს დრონების საშუალებით შეუტია.
