"ჩვენი ჯარი"
პროექტი „ჩვენი ჯარის“ფარგლებში 2022-23 სასწავლო წელს სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია. ბათუმში, N 6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მოსწავლეებს თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, კარიერული წინსვლის, საერთაშორისო სწავლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
