სტიქიის შედეგები იმერეთში
ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე რიონმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში საცხოვრებელი სახლები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. დატბორილია გზებიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე, დიდი მოცულობის კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
