ე.წ. ქოლცენტრები და საგამოძიებო კომისია
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიცია ისევ ცდილობს. აქტიურია გიორგი ვაშაძე, რომელმაც კოლეგებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა. ვაშაძემ გამოძიება თავადაც ჩაატარა და შედეგებს ხვალ პლენარულ სხდომაზე გასააჯაროებს. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციას საგამოძიებო კომისია მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ დავით კეზერაშვილს და ამ საქმეში გამოვლენილ სხვა მოქმედ პირებს მასალებზე წვდომა წინასწარ ჰქონდეთ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
