ნიკოლოზ ჩხეტიანი განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილის შესახებ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას უპასუხა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ. ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ბერძენიშვილი ცდილობს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, შეურაცხყოფა მიაყენოს ქველმოქმედ ადამიანს. ჩხეტიანი იმ საქველმოქმედო პროექტებზე წერს, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილმა სამ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ლევან ბერძენიშვილს სურს საქართველოს ისტორიის დამახინჯება, ასევე ცდილობს დაამახინჯოს დღევანდელი რეალობა.
