ქართველი მხატვრების პერსონალური გამოფენა
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში ქართველი მხატვრების - მაკა ბატიაშვილისა და გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენები გაიხსნა. მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას - „სიჩუმის დარღვევა“ ეროვნული გალერეა პირველად მასპინძლობს და ის აერთიანებს მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, რომელთა თემა ადამიანი და მისი გარემომცველი სამყაროა. ეროვნული გალერეის პირველი სართულის საგამოფენო სივრცეში ასევე პირველად არის წარმოდგენილი მხატვარ გელა პატიაშვილის პერსონალური გამოფენა „ჩვენ - გადარჩენილები“ ეს გამოფენის თემაა და ის ნოეს კიდობნის თანამედროვე ინტერპრეტაციაა.
