ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება
ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება. უკრაინის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონმა შეხვდა. მთავარი თემა საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხია. პრეზიდენტებმა განიხილეს საფრანგეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა უკრაინის თავდაცვის ძალების პოტენციალის გასაძლიერებლად, რაც აუცილებელია ეფექტიანი კონტრშეტევისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. მანამდე კი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და ფედერალურ კანცლერს შეხვდა, შემდეგ შარლემანის პრიზით დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
