ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ადგილობრივების განცხადებით, ნასვამმა მამაკაცმა საკუთარი ავტომანქანა სოფელ ნიქოზის მიმდებარედ დატოვა, თავად კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფეხით გადავიდა, რის შემდეგაც დააკავეს. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
