რადიკალების მიზანი
რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ოპოზიციის კრიტიკას „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი გადაცემა „იმედი ლაივში“გამოეხმაურა. სუბარის განცხადებით, ოპოზიციამ გაააქტიურა კამპანია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი მოსკოვის გადაწყვეტილების გამო. მან აღნიშნა, რომ რუსული თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ისრაელში, მაგრამ ამ ქვეყნებისთვის სანქციების დაწესებას არავინ ითხოვს.
