საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებებს განიხილავენ
ამ წუთებში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებებს განიხილავენ. საუბარია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე. პროექტით, პრეზიდენტის ნაცვლად, კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. იცვლება არჩევის პროცედურა და კვორუმიც.
