Metrica Fashion Show საქართველოში
მეორე დღეა თბილისის რიტუალების სასახლეში მოდის საერთაშორისო ჩვენება იმართება. ღონისძიებაში, სახელწოდებით „Metrica Fashion Show“ ცნობილი დიზაინერები, ბლოგერები, მედიის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, მუსიკოსები, მხატვრები და ფოტოგრაფები მონაწილეობენ ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ჩვენებაზე წარმოდგენილია 16 დიზაინერის მიერ შექმნილი კოლექციები.
