ისრაელსა და „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა
ისრაელსა და „ისლამური ჯიჰადის“ დაჯგუფებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ზავი ეგვიპტის შუამავლობით იქნა მიღწეული. მხარეები შეთანხმდნენ, შეწყვიტონ თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებსა და საცხოვრებელ სახლებზე. გასული სამშაბათიდან მოყოლებული ისრაელმა ღაზას სექტორზე რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელდა, რის პასუხადაც „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელის მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა. შედეგად, ბოლო ოთხ დღეში 33 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 6 მცირეწლოვანი, 150-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.