ვითარება უკრაინაში
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ტერნიპოლი დაბომბეს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ. ისევ დაიბომბა ქალაქ ნიკოპოლი. გეშტაბის მონაცემებით დონეცკის ოლქში უკრაინელმა მებრძოლებმა 4 სარაკეტო, 80-მდე საავიაციო და 100-მდე საარტილერიო თავდასხმა მოიგერიეს. ურაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით უკრაინელი სამხედროები ბახმუტის შემოგარენში წინ მიიწევენ, მტერს ანადგურებენ და ტყვეები აჰყავთ.
