ძაღლის ღია სივრცეში გამოყვანის წესები მკაცრდება
მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება, ხვალ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი განიხილავს. ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება. ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
