კლანების დაპირისპირება ნაცმოძრაობაში
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირების ახალი სერია უკვე მეორე დღეა განხილვის საგანია პოლიტიკურ სპექტრში. ნიკა მელიას მიერ პარტიის ჩრდილოვანი მმართველობის შესახებ აღიარება და ლევან ხაბეიშვილის გაღიზიანება ოპოზიციაში უყურადღებოდ არავის დარჩენია. მათი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შორეულ პერსპექტივაში ვერ ხედავს. მმართველ პარტიაში, კი მიაჩნიათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი დესტრუქციული ქმედებები ბუმერანგივით უბრუნდება.
სიუჟეტის ავტორი: საბა ხვიჩია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
