ევროკავშირი და რუსული გაზი
დიდი შვიდეულისა და ევრო კავშირის ქვეყნები რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას გეგმავენ იმ მარშრუტების გავლით, რომლებსაც მოსკოვი აქამდე იყენებდა. ცნობას ამის შესახებ გამოცემა ფაინენშალ თაიმსი მოლაპარაკებებში მონაწილე ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის მიერ გაზის მიწოდების განახლების შეჩერებაა ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა პოლონეთი და გერმანია. გავრცელებული ცნობით გადაწყვეტილების ოფიციალურად დადასტურებას დიდი შვიდეულის ქვეყნები სამიტზე გეგმავენ, რომელიც კვირის ბოლოს გაიმართება.