ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომელიც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა ევრო კავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში მოამზადა, 15 მაისის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. გასული წლის ნოემბერში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები განსახილველად პირველი მოსმენით გადის. კანონში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. იცვლება რაიონული ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი.
