ცვლილებები ცესკოს ფორმირების წესში
პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ეგრეთ წოდებული პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
