„სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონია
სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლოს წინა ტურში ქართველი ფეხბურთელების, ჯაბა კანკავას, გურამ კაშიასა და გიორგი ჩაკვეტაძის სლოვანი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად ბანსკა ბისტრიცა 2:1 დაამარცხა და ტიტულს 21-ედ დაეუფლა. კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჩაკვეტაძე მოედანზე 72-ე წუთამდე იყო, გურამ კაშიას კი მცირე პრობლემის გამო არ უთამაშია. კაშია და კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები მეორედ გახდნენ, ჩაკვეტაძე პირველად.
