მოსალოდნელი ამინდი
საქართველოში არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მოსალოდნელია ძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სამშაბათიდან გამოიდარებს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18-23 გრადუსამდე აიწევს.