ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვატიკანსაც ესტუმრა და რომის პაპს შეხვდა. კათლიკური ეკლესიის წინამღძვართან 40-წუთიანი აუდიენციისას უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარება განიხილეს. შეხვედრაზე რომის პაპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის სიმბოლო, ზეთისხილის რტო გადასცა. ვილოდიმირ ზელენსკიმ, კი რომის პაპს ხატი აჩუქა და უკრაინისთვის ლოცვას სთხოვა
