ზელენსკი იტალიაში პრემიერს შეხვდა
„დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს“, - ეს განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. იტალიის მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პირობა მისცა რომ, რომი გააგრძელებს მოკავშირეებთან მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადასაცემად. მისი თქმით, იტალია მზად არის სრული მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, როდესაც კიევი საჭიროდ ჩათვლის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას და რომი მხარს უჭერს ზელენსკის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას.
