ვითარება უკრაინაში
გამთენიისას უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ჩაირთო. სარაკეტო დარტყმების საფრთხე გამოცხადდა კიევში, ზაპოროჟიეში, დნეპრო პეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში. უკრაინის შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში უკრაინელმა მებრძოლებმა 4 სარაკეტო, 80-მდე საავიაციო და 100-მდე საარტილერიო თავდასხმა მოიგერიეს.
